Tucson 2018

66,700 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#a51615

2.0 PETROL 4X4

2.0 PETROL 4X4

66,700 e

2.0 TURBO DIESEL 4X4

2.0 TURBO DIESEL 4X4

83,700 e

2.0 TURBO DIESEL 4X4

2.0 TURBO DIESEL 4X4

74,300 e

2.0 PETROL 4X4

2.0 PETROL 4X4

77,000 e

Tucson 2.0 PETROL 4X4

5 ადგილი
155 ცხ.ძ
11.0 / 6.5 / 8.2 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

 

ჩაითვალეთ მცირე გამარჯვებები

.

 

 

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. მაგრამ, ერთგულ პარტნიორთან ერთად ნურაფრის შეგეშინდებათ. ტუსანი გაამარტივებს და გახდის უფრო სასიამოვნოს თქვენს ყოველდღიურ გამოწვევებს. ტუსანის დინამიური სტილი და თავისებურებები უზრუნველყოფს თქვენს თავდაჯერებულობას და საჭირო უსაფრთხოებას.

 

ინტერიერის ელემენტები მიიბყრობს თქვენს ყურადღებას.

როგორც კი გადაწყვეტთ, რომ რაიმე შეცვალოთ - იმოქმედეთ. ტუსანის მძღოლის სავარძელი არის მოწინავე ტექნოლოგიების შედეგი, რომელიც გაძლევთ საშუალებას სრულად იყოთ კონცენტრირებული თქვენს მისიაზე. ტუსანის ტევადი ინტერიერი საკმარისად დიდია, რომ თქვენი მიზნისთვის ყველა საჭირო იარაღი მოათავსოთ .

 

ტუსონის ბენზინის და დიზელის ძრავები მჭიდრო კავშირშია მაღალეფექტურ ტრანსმისიასთან, მაქსიმალური საწვავის ეკონომიისა და გამძლეობის უზრუნველსაყოფად. ტუსონის სწრაფი რეაგირების უნარი და ენერგია, თქვენი ამოცანების შესასრულებლად დამატებითი იმპულსებით დაგმუხტავთ.

 

დიზაინი

ექსტერიერი.

გამოხატეთ საკუთარი თავი. ტუსონის განახლებული გარეგნობა დაუყონებლივ გამოარჩევს მას სხვებისგან: მოდერნიზებული მაშუქებიდან და რადიატორის ბადიდან დაწყებული - დინამიური შესახედაობის ბორბლების დიზაინამდე, უკანა მაშუქების კომბინაციითა და უკანა ბამპერით.

 

ინტერიერი.

მაქსიმალური კომფორტისთვის ახალი ტუსონი ფუნქციურ და ორგანულ დიზაინთან აკავშირებს  უახლეს „ადამიანი-მანქანა“ ინტერფეისთან (HMI), რათა მიიღოთ ავტომობილის მართვისგან სრული სიამოვნება.

შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი.

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის ნატიფი ექსტერიერით და ჰაეროვანი შიდა სივრცის ტევადობით, ახალი ტუსონი თანამედროვე ტექნოლოგიებს უხამებს თავის დახვეწილ და მდიდრულ დიზაინს.

 

საექსპლუატაციო მახასიათებლები

 

1.6 ლ T-GDi ბენზინის ძრავი.
მაქსიმალური სიმძლავრე - 177 ცხ. ძ. 5,500 ბრ/წთ-ის დროს, მაბრუნი მომენტი 27 კგმ ძალა 1,500∼4,500 ბრ/წთ-ის დროს.
მაქსიმალური სიმძლავრე - 155 ცხ. ძ. 6,200 ბრ/წთ-ის დროს და მაბრუნი მომენტი 19.6 კგმ ძალა 4,000 ბრ/წთ-ის დროს.

 

2.0 ლ CRDi დიზელის ძრავი.
მაქსიმალური სიმძლავრე - 185 ცხ. ძ. 4,000 ბრ/წთ-ის დროს და მაბრუნი მომენტი 41 კგმ ძალა 1,750∼2,750 ბრ/წთ-ის დროს.

 

ტრანსმისია.
7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ორმაგი გადაბმულობით (DCT).
8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია უკანა სავარძლების დახრის შესაძლებლობით.

 

მართვის რეჟიმის შერჩევა.
ღილაკი ცენტრალურ კონსოლზე გთავაზობთ მართვის რეჟიმის 3 არჩევანს - ნორმალური, სპორტული და ეკონომიური - მძღოლის განწყობილების და მართვის პირობების შესაბამისად.


 

უსაფრთხოება

მოწინავე სისტემის-Hyundai SmartSense-ის დახმარებით ტუსონი  აღჭურვილია აქტიური უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებით, რათა მეტად უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხოება და სიმშვიდე.

იყავით ისეთი გაბედული, როგორც თქვენ გსურთ - ტუსონთან ერთად თქვენ დაცული ხართ.

ახალ ტუსონში გამოყენებული მართვის უახლესი ტექნოლოგიები დაფუძნებულია უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებზე და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ მას.

გაუმჯობესებული მაღალი სიმტკიცის ფოლადი (AHSS)

მანქანის ძარისა და მგზავრთა სალონის ცხელი დაშტამპვის პროცესში გაუმჯობესებული მაღალი სიმტკიცის ფოლადის (AHSS) გამოყენების  51%-მდე გაზრდით ტუსონი მეტ სიხისტეს და უსაფრთხოებას გვთავაზობს. ძარის შეპირისპირებული შეერთებები და დატვირთვის ამტანი ელემენტების ჩამონტაჟება აუმჯობესებს ავტომობილის მახასიათებლებს შეჯახების ტესტებში და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.


 

მოხერხებულობა

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უცნაურია თქვენი ამოცანა, ტუსონი ადვილად მოერგება მას თავისი სავარძლების მრავალფეროვანი რეგულირების ფუნქციებით და საბარგულის დიდი სივრცით.

 

“ჭკვიანი” საბარგულის კარის სისტემა.

ინტუიციური “ჭკვიანი” საბარგულის კარის სისტემა ხელის შეხების გარეშე ავტომატურად გააღებს საბარგულის კარებს, როდესაც თქვენ “ჭკვიანი” გასაღებით მიუახლოვდებით ავტომობილს დეტექტირების ზონის ფარგლებში 3 ან მეტი წამით. საბარგულის კარის გაღებამდე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, განგაშის ხმოვანი სიგნალი და ავტომობილის ავარიული მაშუქები  ჩაირთვება.

მათ შორის საბარგულის საფარი ეკრანი; უკანა სავარძლები იკეცება 40%-ით; სავარძლები იკეცება 60%-ით ან  სავარძლები იკეცება სრულად.

 

ეძებეთ თქვენი თავგადასავალი მაქსიმალური კომფორტით.

სანამ თქვენ მუშაობთ დაძაბულად და თამაშობთ კიდევ უფრო ენერგიულად, 10 ტიპის რეგულირებით აღჭურვილი ტუსონის მძღოლის სავარძელი უზრუნველყოფს  თქვენთვის საჭირო კომფორტს. მოირგეთ თქვენი სავარძელი ნებისმიერ სიტუაციაში და მიიღეთ სიამოვნება ტუსონის მრავალმხრივი მოსახერხებელი ფუნქციებით, როგორიცაა Apple CarPlay და თქვენი სმარტფონის უკაბელო დატენვა.

უკაბელო დატენვის სისტემა, მძღოლის სავარძელი 10 რეგულირებით, წრიული ხედვის მონიტორი, მძღოლის ყურადღების მოდუნების გაფრთხილება (DAW); Infinity-ს ბრენდის დინამიკები; ელექტრული პარკირების მუხრუჭი (EPB); წინა სავარძლების გათბობა და გაგრილების საჰაერო ვენტილაცია; უკანა სავარძლების დახრის შესაძლებლობა.


 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/8