i10 2019

აირჩიეთ ფერი:
#2e3b43

ძირითადი მაჩვენებლები

 

 

i10 გაახალისებს ნებისმიერ გარემოს ქალაქში 

  • კომფორტი და უსაფრთხოება
  • გაუმჯობესებული დინამიკა
  • სივრცე და პრაქტიკულობა

 


i10 1.2 A/T G182

5 ადგილი 87 ცხ.ძ . 8/5.1 საწვავის ხარჯი ქალაქი/ქალაქგარეთ

  • 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი
  • ძრავი: 1,248 სმ³, ბენზინი, 16 სარქველი
  • 4 ცილინდრი DOHC, Dual-CVVT

   


მცირე, მაგრამ დიდი, შთამბეჭდავი ყველა მხრიდან

თანამედროვე, სპორტული და გაბედული. თქვენ ატარებთ მას და ბრწყინავთ, და ყველა მზერა თქვენსკენ არის მომართული.


თანამედროვე დიზაინი
თხიერი სკულპტურის სტილი სპორტულობასთან და თანამედროვეობასთან ერთად უზრუნველყოფას i10-ის ბუნებრივად შესანიშნავ გარეგნობას. გაბედულობას აძლიერებს წინა ფარები დღის LED განათებით (DRL).

 

უბრალოდ ჭკვიანი, დახვეწილად ენერგიული

 

სივრცე, რომელიც აღემატება თქვენს მოლოდინს

 

ახალი თაობის i10 - საუკეთესო კომპაქტური ავტომობილი, რომელიც  “იცნობს” მთელი ევროპის სხვადასხვა მართვის პირობებს და სხვადასხვა გზებს.


უამრავი სივრცე ყველა სახის ბარგისთვის.
თავის კლასში მოწინავე სალონის სივრცის მხრივ, ეს მოდელი ასევე წარმოადგენს საუკეთესო საბარგულის სივრცესაც. საბარგულის ტევადობა - 252 ლ აღწევს შთამბეჭდავ 1 046 ლ უკანა სავარძლების ჩაკეცვის შემთხვევაში.

საბურავებში ჰაერის წნევის რეგულირების კონტროლი (TPMS)
საბურავებში ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა წარმოადგენს i10-ის სტანდარტს. სისტემა გაგაფრთხილებთ არასაკმარისი წნევის შესახებ, რათა თავი აარიდოთ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

ექსტერიერი

 

ვნებით შთაგონებული

ვნება მოგზაურობის თითოეულ მილზე.

უკანა კომბინირებული ფარები.


უკანა სანისლე ფარები
გაუნათეთ გზა თქვენს უკან მომავალ ავტომობილებს უკანა სანისლე ფარებით, რომლებიც ასევე საგრძნობლად ამცირებენ თვალების დაძაბულობას ნისლიან ამინდში.

 

სახურავის ანტენა
პრაქტიკული და დეკორატიული ერთდროულად, სახურავის ანტენა სპორტული სტილის დამატებითი შტრიხია.

 

უკანა მინის გამწმენდი
უკანა შუშის გამწმენდი საუკეთესოდ შეასრულებს თავის “მოვალეობას” უამინდობის დროს.

 

კარების დახვეწილი დეკორი
ყურადღება თითოეულ დეტალს. კარების დახვეწილი დეკორი ხაზს უსვამს i10-ის გაბედულ ელეგანტურობას.

 

ქრომირებული სახელურები
ხელი შეახეთ თვით ელეგანტურობას. თქვენ მას სრულად შეიგრძნობთ ქრომირებულ გარე სახელურებზე შეხებისას.

 

ინტერიერი

 

წარმოუდგენლად ფართო

 

თავის წინამორბედზე უფრო გრძელ და განიერ i10 -ში კომფორტულად განთავსდებით თქვენ, თქვენი მგზავრები და ბარგი.

 

სავარძლების ოთხი ფერი და დახვეწილი დიზაინი საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ დეკორირების თქვენი სტილი.

 

 


წვრილმანების შესანახი სივრცე
დაივიწყეთ სიბნელეში საჭირო წვრილმანის ძებნით გამოწვეული გაღიზიანება. ახლა უკვე ეს განყოფილება განათებულია.

 

საბარგულის განათება
საბარგულის განათება ავტომატურად ირთვება საბარგულის კარების გაღებისას.

 

შესანახი სისტემა (საჭიქეები)
თან წაიღეთ ყავა ან სხვა საყვარელი სასმელი ორი სხადასხვა ზომის საჭიქეებით.

 

მზისგან დამცავი წინაფრა
მზისგან დამცავი წინაფრა დაგიცავთ მზის პირდაპირი სხივებისგან. ასევე მასზე მიმაგრებულია სარკე.

 

შესანახი სისტემა
სივრცე წყლის ბოთლებისთვის - ორი - წინა კარებზე (1 ლ ბოთლისთვის) და ორი უკანა კარებზე (0,5 ლ ბოთლისთვის)

 

ტელეფონის ფიქსირებული დასადები
ტელეფონის ფიქსირებული დასადების მეშვეობით თქვენი სმარტფონი იქნება უსაფრთხოდ განთავსებული დატენვის პროცესში, ასევე მოსახერხებელია ტელეფონის სანავიგაციოდ ან მუსიკის მოსასმენად გამოყენებისას.

 


წარმადობა

 

 

სასიამოვნო მართვა

ჩვენ შევიმუშავეთ წინა ღერძის საუკეთესო კონფიგურაცია, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მართვის სიზუსტეს და უკუკავშირს. უკანა ღერძის კონფიგურაცია ასევე უზრუნველყოფს მართვის საუკეთესო თვისებებს.

1.25 MPi  ბენზინის ძრავა

1.25 MPi ბენზინის ძრავა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმძლავრეს -87ps (Power Steering) 6000 ბრ/წ, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 12.3 კმ 4000 ბრ/წ. ალუმინის ცილინდრი და თავსახური საწვავის ხარჯვის ეფექტურობისთვის.

5 საფეხურიანი ხელის ტრანსმისია
5 საფეხურიანი ხელის ტრანსმისია მოიცავს ხელის ერგონომიულ გადამრთველს საწვავის ხარჯვის ეკონომიურობისთვის.

 

4 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია
კომფორტული და მარტივი მართვა ეფექტური 4 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით.

 


უსაფთხოება

 

 

უფრო უსაფრთხო ქალაქი

i10 შესანიშნავად ერგება ქალაქის გზების ყველა მოსახვევს და ნამდვილად გამოირჩევა ჩქაროსნულ ტრასაზე.

დამუხრუჭების დამხმარე სისტემა (BAS)

დაგჭირდათ დაუგეგმავად დამუხრუჭება? სტანდარტული დამუხრუჭების დამხმარე სისტემა (Brake assist system (BAS))  დაგეხმარებათ დაამუხრუჭოთ მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

წნევის მონიტორინგის სისტემა (TPMS)

სისტემა სენსორების მეშვეობით ამოწმებს წნევას საბურავებში, ამ მხრივ აღარ 
ელოდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს. ეს სტანდარტული მახასიათებელია i10 მოდელისთვის

აღმართზე მართვის დამხმარე სისტემა (HAC)

ეს სისტემა დაგიცავთ დაღმართზე უკან დაგორებისგან.

სტატიკური მოსახვევი ფარები (SBL)

გაუმჯობესებული ხილვადობა თითოეულ მოსახვევში. განსაკუთრებით გამოსადეგია ღამის საათებში მართვისას.

მდგრადობის კონტროლის ელექტრონული სისტემა (Electronic stability control (ESC)) და ავტომობილ

მართეთ ავტომობილი სტანდარტული მდგრადობის კონტროლის ელექტრონული სისტემით (Electronic stability control (ESC)), რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს - დაწყებული თითოეული საბურავის მოჭიდების ძალით, დამთავრებული მთლიანი კორპუსის მდგომარეობით. დანარჩენი გარანტირებულია მდგრადობის კონტროლის ელექტრონული სისტემის (Electronic stability control (ESC)) მიერ. ის თავად “მიხვდება” თუ როდის გჭირდებათ დაუგეგმავი დამუხრუჭება. მთავარი მიზანია მდგრადობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.

 

ღვედები
ღვედებიც კი არის მაქსიმალურად მორგებადი მაქსიმალური კომფორტისთვის. სიგრძის რეგულირებით მაქსიმალურად მოარგეთ ის თქვენზე.

 

საგანგებო გაჩერების სიგნალი (Emergency stop signal (ESS))
გაუმჯობესებული კომუნიკაცია გარშემომყოფთა ავტომობილებთან საგანგებო გაჩერების სიგნალის მეშვეობით - ის აცნობებს სხვა ავტომობილებს თქვენი მდგომარეობის შესახებ.

 

ფანჯრების რეგულირების კონტროლი
ელექტრულად მართვადი ფანჯრის მინები და გარე სარკეები.

 

კომფორტი

 

დახვეწილი ტექნოლოგია  კომპაქტურ ნაკრებში

მოგზაურობის ხანგრძლივობის მიუხედავად თქვენ სათანადოდ შეაფასებთ i10-ის ყველა დეტალს.

დისტანციური კონტროლი

მრავალფუნქციური 3 საფეხურიანი საჭის გადამრთველი ერგონომიულად განთავსებული ღილაკებით აუდიოსისტემის, ტელეფონის და ავტომატური კრუიზ კონტროლის დისტანციურად მართვისთვის. ასევე გააჩნია საჭის რგოლის გათბობის ფუნქცია.

 

უკანა პარკირების დამხმარე სისტემა

სისტემა ავტომატურად შეგატყობინებთ როდის უნდა გაჩერდეთ უკანა პარკირების დროს. უკანა ბამპერზე განლაგებული ოთხი სენსორი აღმოაჩენს იმ ობიექტს, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ.

 

აუდიოსისტემა (Radio / MP3 / CD)

არ შეზღუდოთ არჩევანი. აირჩიეთ რადიო, MP3 ფლეერი, CD ფლეერი, USB ან AUX წვდომა Bluetooth-ით აღჭურვილი აუდიოსისტემით, რომლის მეშვეობითაც მოუსმენთ თქვენთვის სასურველ მუსიკას.

 

ბარგი

i10 გთავაზობთ შთამბეჭდავ 252 ლ მოცულობის საბარგულს. უკანა სავარძლების ჩაკეცვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წარმოუდგენელ 1,046 ლ სივრცეს.

 

კონდიცირების ავტომატური სისტემა

დააყენეთ სასურველი ტემპერატურა, დანარჩენს კი სისტემა თავად “მიხედავს”

 

“ჭკვიანი” გასაღები
კარების გაღება და ძრავის ამოქმედება ღილაკზე ერთი დაჭერით.

 

USB და AUX დაკავშირება
სტანდარტულად მოყვება რადიოს და უზრუნველყოფს შეუზღუდავ გართობას გზაში. 

 

ძრავის ჩართვა/გამორთვის ღილაკი
i10-ის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი - ძრავის ჩართვა/გამორთვის ღილაკი. დაქოქეთ და გააჩერეთ ავტომობილი ღილაკზე ერთი დაჭერით.

 


 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/20