Accent 2015

41,400 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#38393a

1.6 A/T D184

1.6 A/T D184

38,700 e

1.6 A/T G164

1.6 A/T G164

41,400 e

Accent 1.4 M/T

5 ადგილი
100 ცხ.ძ
7.2 / 4.8 / 5.7 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები

 

 

დიდი - თავისი სტილით და ფუნქციებით

სრულიად ახალი აქცენტი გაძლევთ ყველაფერს, რაც ოდესმე მოგისურვებიათ პატარა საოჯახო ავტომობილში და კიდევ უფრო მეტს.

 

დახვეწილი დიზაინი

რადიატორის ბადის და ბურუსის საწინააღმდეგო მაშუქების ქრომირებული დეტალებს აქცენტი უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს.

 

 

დინამიკა

თითოეული დეტალი მაშინაც კი ასხივებს ვიზუალურ დინამიკას, როცა სტატიკურია.

 

ძარის კარკასი

აქცენტის ზემტკიცე ძარის კარკასი გვთავაზობს შეუდარებელ დაცვას. კრიტიკული ზონები გაძლიერებულია ულტრამაღალი სიმტკიცის ფოლადით ისე, რომ აქცენტი აკმაყოფილებს ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების ადმინისტრაციის შეჯახების უსაფრთხოების ყველაზე უკანასკნელ სტანდარტებს.

 

“ჭკვიანი” საბარგული

დადექით ახლოს საბარგულთან და სამ წამში ავტომატურად, ყოველგვარი ღილაკის დაჭერის გარეშე, სახურავი აიხდება. საბარგულის “ჭკვიანი” ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია მარტივად, ნებისმიერ დროს.

 

ბრტყლად დასაკეცი, 60:40 შეფარდებით გაყოფილი უკანა სავარძლები

აქცენტის უნივერსალურობა გასაოცარია. დასაკეცი უკანა სავარძლების დახმარებით მას შეუძლია გაუმკლავდეს ადამიანებისა და ტვირთის ტრანსპორტირების გამოწვევებს.

 

დიზაინი

 

360° ვირტუალური რეალობა - მოაბრუნეთ ავტომობილის გამოსახულება მარცხნივ ან მარჯვნივ

ექსტერიერი - აიღეთ ჩვეულებრივი და გარდაჰქმენით ის არაჩვეულებრივში. ამაშია აქცენტის მომხიბვლელობა

წინა მხარე - წინა მხარის მკაცრი და თავდაჯერებული დიზაინი

ვიზუალური ეფექტი

ვიზუალურ ეფექტს დამატებით აძლიერებს რადიატორის ბადე ქრომირებული დეტალებით და სხვა გრაფიკული ელემენტები, როგორებიცაა დიოდური მოხვევის მაჩვენებლები და პროჟექტორის ტიპის ლინზები.

 

ხედი გვერდიდან - სრულყოფილი სპორტული, დინამიური გარეგნული იერსახე

კლასიკური სოლისებური და დინამიური სტილი

ქრომირებული დეტალებით მორთული, ზემოთ მიმართული შუა ხაზი სპორტული, დინამიურ გარეგნულ იერსახეს ასრულებს.

უკანა მხარე - წინა და უკანა მხარის დიზაინის ესთეტიკური ჰარმონია

მაღალტექნოლოგიური ესთეტიკა - სრულყოფილი ესთეტიკური ჰარმონია პროპორციებისა და დამახასიათებელი ხაზების თვალსაზრისით

ინტერიერი

ის უბრალოდ იწვევს დადებით ემოციებს. როდესაც თქვენ შეაბიჯებთ ავტომობილში, შეხების წერტილები და ვიზუალური მინიშნებები კარგად ნაცნობად გამოიყურება და შეიგრძნობა. ყველაფერი მუშაობს ინტუიციურად, ისე როგორც თქვენ ელოდით.

სავარძლის მასალები. ემოციური შთაბეჭდილება. დიზაინის მიზნების ერთგული, აქცენტის ინტერიერი ემოციურად სასიამოვნო შთაბეჭდილებებს იწვევს.

ინტერიერის ფუნქციები

განახლებული აღჭურვილობა მართვის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

მართვის ზედამხედველობის კლასტერი

მართვის ზედამხედველობის კლასტერი, მრგვალი ფორმის ტაქომეტრით და სპიდომეტრით, რომელთაც უკიდურესი სიმკვეთრის და გარჩევადობის უზრუნველსაყოფად გააჩნიათ განათებული თეთრი ფონი, მოიცავს ინტეგრირებულ 3.5-დუიმიან მონოქრომულ დისპლეის, სამარშრუტო კომპიუტერს, საწვავის დონის მრიცხველს და ზეთის გამოცვლის შემახსენებელს.

საჭის ბორბალი

საჭის ბორბალი მოიცავს აუდიო- კრუიზ-კონტროლის და ბლუთუსის დისტანციური მართვის ფუნქციებს.

კლიმატის ავტომატური მართვა

უბრალოდ მიუთითეთ სასურველი ტემპერატურა და მძლავრი ვენტილატორი უზრუნველყოფს ჰაერის კონდიცირებას, გათბობას და ვენტილაციას, რათა მიუხედავად გარე ამინდის პირობებისა, თქვენ სრულყოფილ კომფორტში გამყოფოთ. 

 

საექსპლუატაციო მახასიათებლები

 

1.6 ლ MPi ბენზინის ძრავი

1.6 ლ MPi ბენზინის ძრავს გააჩნია 123 ცხ. ძ მაქსიმალური სიმძლავრე 6300 ბრ/წთ-ის დროს და 15.4 კგმ ძალა მაბრუნი მომენტი 4,850 ბრ/წთ-ის დროს

1.4 ლ MPi ბენზინის ძრავი

1.4 ლ MPi ბენზინის ძრავს გააჩნია 100 ცხ. ძ მაქსიმალური სიმძლავრე 6,000 ბრ/წთ-ის დროს და 13.5 კგმ ძალა მაბრუნი მომენტი 4,000 ბრ/წთ-ის დროს

6-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია

თქვენ ძნელად თუ შეამჩნევთ როგორ მუშაობს ეს 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ავტომატური გადართვა არის სწრაფი, მდორე და ჩუმი მაგრამ ამავე დროს ძალიან მოსახერხებელი. მისი სრულყოფილი კონსტრუქცია საწვავის მაქსიმალურ ეკონომიას განაპირობებს.

6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია

იმ მძღოლებისთვის, ვისთვისაც საწვავის ეკონომია ყველაზე მთავარია, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი საუკეთესო არჩევანია. გადაბმულობით ოპერირება არის ადვილი და პროგნოზირებადი და როდესაც თქვენ გადართავთ ერთი სიჩქარიდან მეორეში, ჩნდება მშვენიერი, სიზუსტის შეგრძნება.

 

 

უსაფრთხოება

 

 

ძარის ხისტი კარკასი, 6 უსაფრთხოების ბალიში, ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა ელექტრონული მდგრადობის კონტროლის სისტემასთან ერთად ნიშნავს, რომ თქვენ კარგად ხართ მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე არასასურველი მოხდება.

ელექტრონული მდგრადობის კონტროლი (ESC)

ის გეხმარებათ თქვენ ავტომობილის მართვის დროს. სისტემა მიმართავს სამუხრუჭო ძალას თითოეული ბორბლისკენ ინდივიდუალურად, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ავტომობილის ზედმეტ ან არასაკმარის მობრუნებას. ასევე რეგულირდება ძრავის სიმძლავრე, სანამ მართვა არ აღდგება.

საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა

ვიზუალური სიგნალი გაძლევთ თქვენ გაფრთხილებას საბურავებში წნევის ნორმაზე დაბლა  დავარდნის შემთხვევაში. სისტემა გვეხმარება საწვავის ეკონომიის გაზრდაში და თავიდან გვაცილებს მცირე პრობლემებს, რათა ისინი უფრო დიდ პრობლემებში არ გადაიზარდოს.

აღმართზე დაძვრის დახმარების კონტროლი

ავტომობილის შეჩერება და დაძვრა ძლიერ ციცაბო გზაზე შეიძლება იყოს სტრესული და პოტენციურად საშიში. აღმართზე დაძვრის კონტროლის სისტემა აღკვეთს აღმართზე ავტომობილის უცაბედ დაგორებას უკან, როდესაც მუხრუჭის პედალი იქნება აშვებული. 

ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა

ავარიული დამუხრუჭების დროს ბორბლების დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად, ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა საშუალებას აძლევს მძღოლს უეცარი დამუხრუჭების შემთხვევაში, მუხრუჭების სისტემაში წნევის ავტომატური ცვლილებებით, საჭით მართვის უნარი და მიმართულების სტაბილურობა შეინარჩუნოს.

უკანა ხედვის კამერა

ეს მარტივი სისტემა წაშლის ყველა ეჭვს, თუ ვინ ან რა არის თქვენს უკან უკუსვლით მოძრაობის დროს. გრაფიკული მონიშვნა ეკრანზე ემსახურება პარკირების მიზნებს და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ნაკაწრები და ნაჩხაპნები.

დაცული ფანჯრები

თუ ფანჯრის დახურვის მომენტში აღმოჩნდება, რომ რაიმე საგანი ბლოკავს ფანჯრის დახურვას, დაცული ფანჯრების სისტემა ავტომატურად შეაჩერებს ფანჯარას და დააბრუნებს მას უკან.

სისტემა 6 უსაფრთხოების ბალიშით

6 უსაფრთხოების ბალიში ყოველმხრივ დაცვას უზრუნველყოფს. თითო მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის, ორი ფარდისებური ბალიში ავტომობილის მთელ სიგრძეზე და დამატებით ორი ფარდისებური გვერდითი ბალიში.

 

მოხერხებულობა

 

ჭკვიანისაბარგული

“ჭკვიანი” საბარგულის ფუნქციას გააჩნია ბევრი უპირატესობა, მათ შორის საბარგულის დისტანციურად გაღების მოსახერხებელი ფუნქცია, როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ და ამ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ფართო საბარგულით.

რეოსტატი და ელექტრონული მდგრადობის სისტემის გამომრთველი

თქვენი პირადი არჩევანის მიხედვით არეგულირებს ცენტრალური ხელსაწყოთა კლასტერის განათებულობის დონეს. ელექტრონული მდგრადობის სისტემის გამომრთველი გიბრუნებთ მართვას უკან.

მძღოლის სავარძლის სიმაღლის რეგულირება

სავარძლის სიმაღლის რეგულირება არ შეიძლება მოხდეს უფრო მარტივად ან ინტუიციურად, ვიდრე ამ პატარა და ხისტი კონსტრუქციის სახელურის დახმარებით.

5-დუიმიანი მულტიმედიური დისპლეი

მულტიფუნქციური თხევადკრისტალური დისპლეი გვიჩვენებს უკანა ხედვის კამერით მიღებულ გამოსახულებას, MP3 პლეიერის და AM/FM რადიომიმღების სტატუსებს; შესაძლებელია მასზე მობილური ტელეფონისა და პერსონალური აუდიო მოწყობილობების ბლუთუს კავშირით მიერთება.

მიერთების შესაძლებლობა (USB/AUX)

მიუერთეთ სმარტ-მოწყობილობები და ისიამოვნეთ აქცენტის აკუსტიკური სისტემით. ასევე თქვენს განკარგულებაშია 12 ვოლტიანი მისაერთებელი და სანთებელა. 

სტარტის ღილაკი / “ჭკვიანიგასაღები

“ჭკვიანი” გასაღებით აღარ გჭირდებათ გასაღების ხვრელის ძებნა! მოიცავს სტარტის ღილაკს, გააჩნია სიჩქარის მიხედვით კარების ავტომატური ჩაკეტვის, კარების და საბარგულის დისტანციური დაკეტვა/გაღების, ასევე დამცავი სიგნალიზაციის ფუნქციები.

მზის სათვალის ჩასადები

მოსახერხებელი ადგილი, რათა თქვენი ძვირფასი მზის სათვალე ან სხვა ნებისმიერი რამ უსაფრთხოდ შეინახოთ. 

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/20