Ioniq Hybrid 3

61,600 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#7c89a2

Ioniq Hybrid G625

5 ადგილი
105 ცხ.ძ
3.4 / 3.6 / 3.4 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

IONIQ ჰიბრიდი ემოციით მართვადი, დინამიურობით დამუხტული

 

 

 

ლიდერი თავის კლასის ავტომობილებში ენრგოეფექტურობის თვალსაზრისით, გასაოცარი დიზაინი, ხალისიანი მართვა.

 

reddot award 2016 წლის გავარჯვებული

 

IONIQ-HYBRID 

  • 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ორმაგი მოჭიდების დისკით
  • ძრავი: 1,580 სმ³, ბენზინი, 16 სარქველი
  • 4 ცილინდრი

 

დინამიურობით დამუხტული

IONIQ Hybrid -ს გააჩნია კომფორტული ავტომობილის ყველა თვისება ელექტრული 
ავტომობილის გარემოს დაცვის და ეკონომიურობის მხრივ ყველა დადებით მახასიათებელთან ერთად.

 

აეროდინამიკური დიზაინი

იდეალურად შერწყმული, შთამბეჭდავი აეროდინამიკური კარკასი და მაღალი წარმადობის კომპონენტები.

 

რბილი და გლუვი "გარეგნობა"
გასაოცარი დიზაინის აქცენტები ჩაშენებულია კარკასის რბილ და გლუვ ზედაპირზე.

 

აეროდინამიკა

0,24 აეროდინამიკური კოეფიციენტით IONIQ არა მხოლოდ მომხიბვლელად გამოიყურება, არამედ უზრუნველყოფს უფრო რბილ მართვას.

 

 

დინამიური და ხალისიანი მართვა

6 სიჩქარიანი ტრანსმისია ორმაგი მოჭიდების დისკით (DCT) უზრუნველყოფს სიჩქარეების უფრო სწრაფ და ზუსტ გადართვას.

 

ეფექტური ჰიბრიდული სისტემა

ბენზინის, ელექტრული ძრავის და ლითიუმ- იონის პოლიმერული ელემენტის სრულყოფილი კომბინაციით მართვა არის სანდო, მდგრადი , ეკონომიურად მომგებიანი და სახალისოც.

 

გლუვი და რბილი

თვალწარმტაცი სილუეტი ქმნის დინამიურობის შთაბეჭდილებას.

 

 

ძლიერი და გამძლე

მაღალი გამძლეობის ლითონისა და მსუბუქი ალუმინის მეშვეობით IONIQ არის გამძლე, ძლიერი და მოქნილი.

 

 

Apple CarPlay, Android Auto, უსადენო დამუხტვა

ფართო თხევადკრისტალური პანელი უზრუნველყოფს კომფორტულ სივრცეს მართვისთვის და ამავდროულად წარმოადგენს ავტომობილის საინფორმაციო ეკრანს. უსადენო დამუხტვა და გაფართოებული დაკავშირების მომსახურება, როგორიც არის Apple CarPlay, Android Auto and Live Services - თითის ერთი დაჭერით.

 

ინფორმირებული

ციფრული კლასტერი გვიჩვენებს მართვის რეჟიმს და ამოწმებს ენერგოხარჯებს.

 

კავშირი

ისიამოვნეთ Apple CarPlay, Android Auto და უსადენო დამუხტვადი სმარტფონების მიერ უზრუნველყოფილი კავშირით.

 

 

ქარითა და.გამომგონებლობით შთაგონებული

The IONIQ Hybrid blends stunning design and superlative aerodynamic performance. A pure statement of dynamic confidence.

 

LED დღის განათება (DRL)

დინამიური C ფორმის LED განათების (DRL) დიზაინის მეშვეობით მცირდება ტურბულენტობის დონე წინა საბურავების ირგვლივ.

 

HID Bi-Xenon წინა განათება

IONIQ Hybrid წინა განათება შესრულებულია ორი ტექნოლოგიის გამოყენებით:HID Bi-Xenon გთავაზობთ უფრო ნათელ და სუფთა განათებას, რომელსაც აქვს დახვეწილი C ფორმის LED განათების კონტურები.

 

ფორმა და ფუნქცია

დახვეწილი დინამიური სტილის განათება ჩასმულია წინა ცხაურის კიდეებში. „ჭკვიანი“ კრუიზ კონტროლის რადარი (SCC) და ჰაერისგან ასაკეცი დამცავი (AAF) სისტემა „იმალება“ ქრომირებულ ცხაურში და ამაღლებს აეროდინამიკურობის დონეს. დამახასიათებელი ლურჯი აქცენტის პანელი ეფექტურად გამოარჩევს ამ მოდელს სხვებისგან.

ბინვარება და ქრომი

ასაკეცი დამცავი

 

 

 

აეროდინამიკური ეფექტურობა

სახურავის ნაზი კონტური შეუმჩნევლად ერწყმის უკანა სპოილერს. შედეგად - მოდელის ფორმა და კონტურები სპორტული და აეროდინამიკურად ეფექტურია.

 

გამარტივებული და დახვეწილი დეტალები

თხელი სარკეები ხელს უწყობს ჰაერის დინების წინააღმდეგობის დონის ზრდას და ამცირებენ ხმაურს. დახვეწილი დიზაინის ქრომირებული სახელურები ხაზს უსვამს მოდელის პრემიუმ სტილს.

 

ოპტიმიზირებული საბურავები და დისკები

არის ორი ტიპის IONIQ Hybrid საბურავები: The Eco 15” მსუბუქი ალუმინის დისკები ბრუნვის ეფექტით ღერძებით შავი და ვერცხლისფერი და დისკები ულტრადაბალი წინააღმდეგობის საბურავებით. მაღალი ხარისხის 17“ მსუბუქი ალუმინის დისკები ღია ნაცრისფერი ჩადგმებით უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობას და ამცირებს დამუხრუჭების მანძილს.

 

 

ინტეგირებლი უკანა სპოილეი

IONIQ-ის ინტეგრირებული უკანა სპოილერი მაქსიმალურად ამცირებს ტურბულენტობას და ჰაერის წინააღმდეგობას და ამასთან ერთად ზრდის მართვის მდგრადობას.

 

 

უკანა კომბინირებული განათება

მაქსიმალურიად გაზრდილი ხილვადობა უკანა მხრიდან მომავალი ავტომობილებისთვის. უკანა კომბინირებული განათება მოითხოვს ნაკლებ ენერგიას და წარმოადგენს დიზაინის დახვეწილ აქცენტს.

 

ბამერის დიზაინი და ცისეეი აქცენი ხელოწერა

IONIQ-ის უკანა ბამპერის დიზაინში დომინირებს ჰორიზონტალური ელემენტები, რომლებიც ამახვილებენ ყურადღებას მის სპორტულ "გარეგნობაზე".

 

ქრომირებული გარე სახელურები
უნიკალური ქრომირებული სახელურები - დახვეწილი სტილის დამატებითი აქცენტი.

 

უკანა ამრეკლები
წინა, დღის LED განათების მსგავსად უკანა ამრეკლები უზრუნველყოფენ ერთიან გარეგნულ დიზაინის შეგრძნებას.

 

თხელი გარე სარკე
სარკის თხელი და გლუვი დიზაინი ამცირებს ქარის ხმაურს და აუმჯობესებს აეროდინამიკურობას.

 

 

უბრალოდ ნამდვილი. ნამდვილად უბრალო.

IONIQ Hybrid-ის ფართო და კომფორტული ინტერიერი დამუხტულია დიზაინის უბრალოებით, რომელიც აშკარად გამოხატულია ძლიერი ჰორიზონტალური კონტურებით და მომხმარებელზე მორგებული ინსტრუმენტებით.

 

D-ფორმის საჭე

D- ფორმის საჭე ქრომირებული ღერძებით ამახვილებს ყურადღებას სპორტულ გარეგნობაზე.

 

 

ცენტრალური მრავალფუნქციური კონსოლი

კომფორტული შესანახი სივრცე, რომელშიც შეიძლება განთავსდეს ლეპტოპი, წიგნი ან სხვა ნივთი. დამუხტვა შესაძლებელია კონსოლის USB პორტით.

ვიზუალურად და პრაქტიკულად ხარისხიანი

სალონის მაღალ ხარისხს ხაზს უსვამს თვალწარმტაცი ქრომირებული დეტალები სიჩქარის გადამრთველზე, პედლებსა და ზღურბლის ფირფიტებზე.

 

 

სავარძლების ფერები

 

 

ეკოლოგიურად სუფთა მასალები

ინტერიერისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა მასალები ადასტურებენ IONIQ-ის სანდოობას.

 

ინსტრუმენტების კლასტერი

დიდი ფერადი ეკრანი უზრუნველყოფს სრული ინფორმაციის მიწოდებას, სიჩქარის, საწვავის და ენერგოხარჯების ჩათვლით. ინფორმაციის წარდგენის სტილი იცვლება არჩეული მართვის რეჟიმიდან გამომდინარე.

დიზაინის აქცენტები ლურჯი ხელმოწერით

IONIQ Hybrid-ის სალონის დეკორში დამატებულია ლურჯი ფერის ელემენტები.

 

უსადენო დამუხტვა სმარტფონებისთვის

თავსებადი სმარტფონების დამუხტვა შესაძლებელია ჩაშენებული ელემენტის მეშვეობით.

 

iPad -ის დასადები

ცენტრალური ხელის დასადების ქვეშ არსებულ შესანახ სივრცეში თავისუფლად განთავსდება iPad-ი.

 

რეგულირებადი მძღოლის სავარძელი 
8 საფეხურიანი რეგულირებადი მძღოლის სავარძელი და 2 საფეხურიანი წელის რეგულირების რეჟიმი უზრუნველყოფს მძღოლის მაქსიმალურად მოხერხებულ და კომფორტულ მდგომარეობას.

 

6:4 დასაკეცი სავარძლები
უკანა სავარძლები იკეცება 6:4 თანაფარდობით დამატებითი საბარგულის სივრცის შესაქმნელად.

 

 

ჰიბრიდული ტექნოლოგიის თვალსაჩინო ლიდერი

საუკეთესო ჰიბრიდული ტექნოლოგია პასუხობს Hyundai-ს ინოვაციას 
მძლავრ IONIQ Hybrid მოდელში მაღალი ეფექტურობის წარმადობის მეშვეობით.

 

Kappa 1.6 Atkinson GDi ძრავა

Kappa 1.6Atkinson GDi ძრავა უზრუნველყოფს საწვავის ხარჯვის ეფექტურობას მაქსიმალური სიმძლავრით 105 ცხ.ძ 5 700 ბრ/წ და მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 15.0 კგ.მ 4000 ბრ/წ.

მაქსიმალური სიმძლავრე 105 ცხ.ძ

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 15.0 კგ.მ

 

ჰიბრიდი ელექტრული ძრავა

ჰიბრიდი ელექტრული ძრავა ეფექტურად გამოიმუშავებს მაქსიმალურ სიმძლავრეს 43.5 ცხ.ძ და 170 ნმ მაქსიმალურ ბრუნვის მომენტს.

მაქსიმალური სიმძლავრე 43.5 ცხ.ძ

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 70 ნმ

 

გაუმჯობესებული პროფილი
IONIQ-ს გაუმჯობესებული პროფილის და გვერდითი კიდეების მეშვეობით მაქსიმალურად შემცირებულია ჰაერის წინააღმდეგობა.

 

იზოლირების სამმაგი შრე
სალონი სამმაგად არის დაცული ძრავის ხმაურისგან.

 

გაუმჯობესებული წინა პანელი
განსხვავებული სისქე თითოეული პანელისთვის N.V.H. დონეების შესამცირებლად.

 

უსაფრთხოება და სტაბილურობა

ნებისმიერ გზაზე IONIQ Hybrid-ის დიზაინის ბირთვს წარმოადგენს მოწინავე 
უსაფრთხოების დონე და სტაბილურობა ნებისმიერი გზის კომფორტულად და მარტივად გასავლელად.

 

მოძრაობის ხაზის შენარჩუნების დამხმარე სისტემა (LKAS)

შექმნილია, რათა მიაწოდოს განგაშის სიგნალი საჭესთან ჩაძინებულ მძღოლებს. როგორც კი ავტომობილი გადავა მოძრაობის ხაზიდან გამაფრთხილებელი სიგნალის გარეშე სისტემა ავტომატურად ატყობინებს მძღოლს აუდიოსიგნალის მეშვეობით ან ახდენს მოძრაობის მიმართულების კორექტირებას.

მძღოლისთვის შეუმჩნეველი ობიექტის აღმოჩენა (BSD)

სისტემა აწვდის ინფორმაციას მძღოლს სხვადასხვა მისთვის შეუმჩნეველი ობიექტების თაობაზე და ამარტივებს, მაგალითად, მოძრაობის ხაზის შეცვლას. პარკირების ადგილიდან უკან სვლის შემთხვევაში სისტემასთან არსებული სპეციალური სიგნალის მეშვეობით, შესაძლებელია გარდაუვალი შეჯახების შემსუბუქება.

ავტონომიური საგანგებო მუხრუჭი (AEB)

დახვეწილი სისტემა, რომელიც ეფუძნება რადარის სიგნალებს და წინა კამერის მონაცემებს. ამოიცნობს და მყისიერად რეაგირებს და მინიმუმამდე ამცირებს ფეხით მოსიარულესთან ან სხვა ობიექტთან შეჯახების საშიშროებას.

"ჭკვიანი" კრუიზ კონტორლი (SCC)

სისტემა წარმოადგენს კომფორტულ მახასიათებელს, რომელიც იყენებს წინ დაყენებულ რადარის სენსორს. ის ავტომატურად ინარჩუნებს წინასწარ არჩეულ სიჩქარეს და უსაფრთხო მანძილს ავტომობილებს შორის დროსელის რეგულირებითა და მუხრუჭების საჭიროებისამებრ გამოყენებით.

 

მაღალი ძაბვის აკუმულატორის ადგილმდებარეობის შეცვლა
უკანა სავარძლის ქვეშ განთავსებული აკუმულატორი უზრუნველყოფს ამ უკანასკნელის უსაფრთხოებას უკანა შეჯახებისას და დამატებით სივრცეს საბარგულში.

 

უსაფრთხოების სისტემა 7 ბალიშით
მძღოლის უსაფრთხოების ბალიში, მგზავრთა უსაფრთხოების ბალიში, 2 მხრივი და ფარდა უსაფრთხოების ბალიშები მაქსიმალურად იცავს მგზავრებს და მძღოლს.

 

კომფორტი თითოეულ ელემენტში

ისიამოვნეთ უსაფრთხო, სასიამოვნო მართვით უამრავი მოხერხებული, უშუალოდ თქვენთვის შექმნილი ელემენტით.

 

წინა/უკანა პარკირების დამხმარე სისტემა (PAS)

ბამპერში ჩაშენებული ულტრაბგერითი სენსორები აკონტროლებენ მანძილს ავტომობილსა და ნებისმიერ დაბრკოლებას შორის. განგაშის სიგნალის ინტერვალი განსხვავდება ავტომობილსა და დაბრკოლებას შორის არსებულ მანძილიდან გამომდინარე მეტი კომფორტისთვის და მოხერხებულობისთვის.

 

750 ლ საბარგული

IONIQ-ს მოდელში ბატარეა მოთავსებულია უკანა სავარძლის ქვეშ , რაც ხელს უწყობს საბარგულის ტევადობის შენარჩუნებას და საწვავის მოხმარების ეფექტურობას.

 

8” სანავიგაციო სისტემა

- სანავიგაციო სისტემა სენსორული ეკრანით 
- Infinity Premium Audio Clari.Fi ტექნოლოგიით 
- TomTom Live მხარდაჭერით - სმარტფონის ინტეგრირება Apple CarPlay, Android Auto -ს მეშვეობით

 

საჭე გათბობის ფუნქციით

საჭეში ჩაშენებული გამათბობელი ელემენტი უზრუნველყოფს სითბოსა და კომფორტს ყველაზე ცივ ამინდშიც კი.

 

კონსოლი საჰაერო დაბერვით
უკანა სავარძლების სავენტილაციო სისტემა გაგრილება/გათბობისთვის.

 

საბურავებში წნევის მაკონტროლებელი სისტემა (TPMS)
ცალკეული საბურავის წნევის შესახებ ინფორმაცია გამოისახება კლასტერზე და აფრთხილებს მძღოლს წნევის დაბალი დონის თაობაზე.

 

საბურავების შეკეთების ნაკრები
მოდელი უზრუნველყოფილია საბურავების შეკეთების ნაკრებით და ტუმბოთი.

 

უსაფრთხო ლუქი
ერთი შეხებით მოძრავი ლუქი დამცავით.

 

"ჭკვიანი" გასაღები/ჩართვის ღილაკი
ღილაკზე ერთი შეხებით შესაძლებელია ავტომობილის ჩართვა/გამორთვა.

 

მინის "აერო საწმენდი"
მაღალი წარმადობის აეროდინამიკური მინის საწმენდი დამატებით გამოხატავს დახვეწილ სტილს.

 

განათება
სენსორებზე დაფუძნებული განათების არეალის ავტომატური შემოწმების და განათების ჩართვა/გამორთვის სისტემა.

 

კრუიზ კონტროლი (ACC)
კრუიზ კონტროლის მეშვეობით შესაძლებელია სიჩქარის ავტომატურად რეგულირება და უსაფრთხო მანძილის განსაზღვრა/შენარჩუნება.

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/6