H 350 2018

79,100 ლარიდან

აირჩიეთ ფერი:
#1c1e1e

BUS 2.5 M/T DIESEL 13+1

BUS 2.5 M/T DIESEL 13+1

99,800 e

BUS 2.5 M/T DIESEL 16+1

BUS 2.5 M/T DIESEL 16+1

103,700 e

VAN 2.5 M/T DIESEL

VAN 2.5 M/T DIESEL

79,100 e

H 350 BUS 2.5 M/T DIESEL 13+1

14 ადგილი
170 ცხ.ძ
0 / 0 / 0 100კმ ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული

H350ახალი ლიდერი კომპაქტურ სატვირთო/სამგზავრო მიკროავტობუსების ტიპის ავტომობილებში

 

 

  • მაქსიმალურად მოქნილი პლატფორმა 
    (ფურგონი/სატვირთო მანქანა/ავტობუსი)
     
  • ლიდერი სივრცისა და გარეგნული 
    მხარეს თვალსაზრისით
     
  • დინამიური მართვა და უმაღლესი კლასის კომფორტი

 

 

 

H350 BUS 2.5 M/T DIESEL

16 ადგილი  170 ცხ.ძ.

  • 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი
  • ძრავი: 2,500 სმ³, დიზელი, CRDI
  • HYUNDAI H-350 BUS 2.5 M/T

 

საქმიანი თუ გასართობი მგზავრობის საუკეთესო საშუალება

სანდო და ეფექტური H350-ის მოქნილი პლატფორმა აერთიანებს საკუთარ დიზაინში სატვირთო ავტომობილის კომფორტსა და თანამედროვე სტილს, სამგზავრო მიკროავტობუსს და ბაქნიან სატვირთო მანქანას.

 

რადიატორის ცხაური

განმაცვიფრებელი, საოცრად სანდო და ამავდროულად ეფექტური, H350 ძლიერ შთამბეჭდავი თავისი გამორჩეული ექვსწახნაგიანი ცხაურით.

 

წინა განათება

წინა ფარები ვერტიკალური გაძლიერებული ღამის "სიკაშკაშით" ხაზს უსვამს H350-ის სტილსა და დახვეწილ გარეგნობას.

 

საბურავები

მსუბუქი,16 ინჩიანი სრულყოფილად შექმნილი დისკები უზრუნველყოფენ მძლავრ მართვასა და ხაზს უსვამენ სიჩქარის და დინამიურობის შეგრძნებას.

 

თხიერი სკულპტურა

Hyundai -ს თხიერი სკულპტურის ფილოსოფია - თვით ბუნებით შთაგონებული დიზაინი.

 

ფართო სატვირთო სივრცე და უნივერსალურობა

განსაკუთრებულად ფართო სატვირთო სივრცე H350 მოდელის ყველა ტიპის ავტომობილში გარანტირებს კომფორტულ სივრცეს და 12,9 კუბური მეტრის ტევადობას, რაც გულისხმობს 5 ევროპული სტანდარტის ქვესადგამს (პალეტს) 3,6665 მმ სიგრძის სივრცეში. შედარებით უფრო მოკლე მოდელში 10,5 კუბური მეტრის ტევადობით თავისუფლად თავსდება 4 ევროპული სტანდარტის ქვესადგამი (პალეტი).

 

განსაკუთრებული, თანამედროვე დიზაინის ნამდვილი მაგალითი

როგორც ახალი ლიდერი მიკროავტობუსების ტიპის ავტომობილებში, H350 გამოკვეთილად აერთიანებს თავის დიზაინში Hyundai-ს თანამედროვე დახვეწილ სტილს, პრაქტიკულობასა და ეფექტურობას.

 

 

წინა, დღის LED დამატებითი განათება

დახვეწილი და ეფექტური მახასიათებელი: თანამედროვე დინამიური წინა LED განათება დღის განმავლობაში სამოძრაოდ - მართვის გაუმჯობესებისთვის.

 

რადიატორის ცხაური

H350 -ის ექვსწახნაგიანი რადიატორის ცხაურის შთამბეჭდავი სიმძლავრე, ეფექტურობა და დახვეწილობა Hyundai-ის ევროპული მოდელების განმასხვავებელი ნიშანია.

 

წინა განათება ნისლიანი ამინდისთვის

წინა სანისლე განათების ნათურები დაცულია სპეციალური დამცავი საფარით და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხილვადობასა და უსაფრთხოებას ნისლიან ამინდში.

 

 

სარკის მოციმციმე LED განათება

Hyundai-ს გარე სარკეების კორპუსი აწყობილია აეროდინამიურობის პრინციპების დაცვით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ქარის ხმაური, ხოლო ჩაშენებული მოციმციმე LED განათება უზრუნველყოფს უსაფრთხო მოხვევასა და მოძრაობის ზოლის შეცვლას.

 

საბურავები

დინამიური 16 ინჩიანი მსუბუქი ალუმინის დისკები იპყრობენ ყურადღებას სპორტული დიზაინითა, დახვეწილი სტილით და მძლავრი, ევროპულ გზებზე გათვლილი, წარმადობით.

 

 

 

ავტომობილის ზედა ნაწილის LED განათება და უკანა ხედის კამერა

სახურავზე განლაგებული უკანა ხედის კამერა უზრუნველყოფს უფრო ფართო ხედს, ხოლო სტანდარტულ განათებაზე უფრო სანდო და გამძლე LED განათება გარანტირებს ხარისხსა და გაძლიერებულ უსაფრთხოებას.

 

უკანა კომბინირებული განათება

იდეალურად კომბინირებული უკანა განათების ნათურები უზრუნველყოფენ შესანიშნავ ხილვადობას და მაქსიმალურ უსაფრთხოებას უკანა შეჯახების თავის არიდების შესაძლებლობით.

 

წინა ბამპერის საფეხური
ტვირთის ავტომობილში მოთავსების ან ამოღების დროს უკანა დამხმარე საფეხურის მეშვეობით ყველა ქმედება უფრო მარტივად და ეფექტურად არის შესასრულებელი.

 

სარკე გრძელ სამაგრზე
ფართე სარკეები გრძელ სამაგრზე უზრუნველყოფენ შესანიშნავ უკანა ხედის ხილვადობას.

 

უკანა დამხმარე საფეხური
ტვირთის ავტომობილში მოტავსების ან ამორების დროს უკანა დანხნარე საფეხურის მეშვეობით ყველა ქმედება უფრო მარტივად და ეგფექტურად შესასრულებელია.

 

დახვეწილი ერგონომიულობა და მძღოლზე ორიენტირებული ეფექტურობა

სრულად ორიენტირებული მძღოლზე H350 მოდელი რჩება Hyundai-ს უსაფრთხოების და "მარტივი გამოყენების დროს" პრინციპების ერთგული. ფართო სივრცით, მკვეთრი ხილვადობითა და განსაკუთრებული კომფორტით ადგილი და მყუდროება გარანტირებულია ყველასთვის.

 

ციფრული ტაქოგრაფი

ულტრათანამედროვე ტაქოგრაფი მარტივად და ზუსტად იწერს ინფორმაციას სიჩქარის გადაჭარბების, დამატებითი დამუხრუჭების ან მოძრაობის შეწყვეტის შესახებ, ყველაფერს თქვენი მართვის სტილის გათვალისწინებით.

 

კონტროლის კლასტერი 4.2 ინჩიანი ფერადი თხევადკრისტალური ეკრანით

ულტრათანამედროვე, მაღალხარისხიანი ფერადი ეკრანი უზრუნველყოფს ავტომობილის სრული საკვანძო ინფორმაციის მარტივად და მკაფიოდ გამოტანას.

 

8 ინჩიანი სანავიგაციო ეკრანი

მკვეთრი და მაღალი ხარისხის გამოსახულების 8 ინჩიანი ეკრანი გთავაზობთ მრავალ მახასიათებელს: USB და Aux-in, Bluetooth -ს ავტომატური და 3დ ნავიგაციისთვის, CD Player MP3, Video, DAB (Digital audio broadcast) და RDS (Radio data system) - ასევე საჭიროების შემთხვევაში უკანა ხედის კამერის შედეგების გამოტანას.

 

მრავალფუნქციური სიჩქარეების გადამრთველი
H350- ს სიჩქარეების გადამრთველი - ეფექტური და მარტივი გამოყენებაში.

 

ფანჯრების ავტომატური მართვა
მძღოლს აქვს შესაძლებლობა მართოს როგორც წინა, ისე კარების ფანჯრები.

 

წვრილმანების სათავსო
შესაძლებელია ნებისმიერი წვრილი ნივთის მოთავსება. გაგრილების ფუნქცია იძლევა საშუალებას ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მოათავსოთ სასმელები, რათა შეინახოთ ისინი გრილად.

 

სავარძელი ავტომატური მართვით
მაქსიმალური კომფორტი - მძღოლის სავარძელი მაქსიმალურად ერგება მოხერხებული მართვისთვის იდეალურ მდგომარეობას. მისი ევროპული დიზაინი ასევე უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს ფეხების კომფორტული მდგომარეობისთვის, რაც ასევე უწყობს ხელს კომფორტულ მართვას.

 

ლიდერი თავის კლასის ავტომობილებში წარმადობისა და საწვავის ხარჯვის ეფექტურობის მაჩვენებლებით

Hyundai 2.5 CRDi დიზელის ძრავითა და 6 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით აღჭურვილი H350 უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეფექტურ და უსაფრთხო მართვას.

2.5 CRDi  დიზელის ძრავა

 

ფურგონი/სატვირთო მანქანა (სტანდარტული)

ძრავა მშვიდი და ეფექტური მართვისთვის - მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 373 Nm 1500 - 2500 ბრ/წ და სიმძლავრე 110 kW 3600 ბრ/წ, რაც შეესაბამება Euro 5 სტანდარტებს.

მაქსიმალური სიმძლავრე 110kW

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 373Nm

 

ფურგონი/სატვირთო მანქანა (საძლიერებული)

დაბალტოქსიკური, მაღალი წარმადობის Euro 5 ძრავა მაქსიმალური სიმძლავრით 125 kW 3600 ბრ/წ და გამოიმუშავებს მაქსიმალურ ბრუნვის მომენტს 422 Nm 1500 – 2500 ბრ/წ გაძლიერებული წარმადობისთვის.

მაქსიმალური სიმძლავრე 125kW

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 422Nm

 

ავტობუსი

ეფექტური მართვისთვის შექმნილი, Euro 6 ძრავა მაღალი წარმადობით აღწევს მაქსიმალურ სიმძლავრეს 125 kW 3600 ბრ/წ, მაქსიმალური ბრუნვის მომენტით 422 Nm 1750 ბრ/წ.

მაქსიმალური სიმძლავრე 125kW

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 422Nm

 

6 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია
H350-ის 6 სიჩქარიანი ტრანსმისია უაღრესად რბილი გადართვით და ძრავის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენებისთვის საწვავის მაქსიმალურად ეფექტურად ხარჯვის შესაძლებლობით.

 

მოძრაობის ავტომატური გაჩერება/დაწყების ფუნქცია
საწვავის ეკონომიურად ხარჯვის სისტემა ავტომატურად, სწრაფად გადართავს ძრავას ჩართვის და გამორთვის რეჟიმში გადატვირთული მოძრაობის შემთხვევაში.

 

კვების ელემენტის მართვის გაძლიერებული სისტემა (ABMS)
კვების ელემენტის მართვის გაძლიერებული სისტემა გამოიმუშავებს ენერგიას დაუგეგმავ სიტუაციაში. კვების ელემენტის მაქსიმალური დამუხტვა უზრუნველყოფს მის მაქსიმალურად ეფექტურ ფუნქციონირებას და ენერგიის დაზოგვას.

 

მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების ბალიშები
უსაფრთხოება - მთავარი პრიორიტეტია! მძღოლის წინა და მგზავრების უსაფრთხოების ბალიშები უზრუნველყოფენ მშვიდ მოგზაურობას დანიშნულების ადგილამდე.

 

გამძლე კარკასი
ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის H350 კარკასის 75% დამზადებულია მაღალი გამძლეობის ლითონისგან. ანტიკოროზიული მსუბუქი ალუმინი გამოიყენება მთლიანი კარკასის 98%-ში და საღებავის გამოყენებამდე მუშავდება გალვანური დენის გამოყენებით, რათა გარანტირებული იქნას გამძლეობა კოროზიისა და პერფორაციის მიმართ.

 

საგანგაშო დამუხრუჭების სიგნალი
საგანგაშო დამუხრუჭების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება გამაფრთხილებელი სიგნალი, რაც მძღოლს თავიდან აარიდებს უკანა მხრიდან შეჯახებას.

 

მდგრადობა
მდგრადობის შენარჩუნების სპეციალური სისტემა-ROM (Roll over mitigation) მინიმუმამდე ამცირებს გადაბრუნების რისკს მოულოდნელი და უხეში მოხვევის შემთხვევაში.

 

დამუხრუჭების სისტემის მდგომარეობის მაჩვენებელი პანელი
ამ უსაფრთხოების მაჩვენებლის მეშვეობით შესაძლებელია დროულად და წინასწარ შევიტყვოთ დამუხრუჭების სისტემის რომელიმე ნაწილის გამოცვლის აუცილებლობის შესახებ.

 

4 წამყვანი დისკის მუხრუჭი
4 წამყვანი დისკის მუხრუჭი და სოლიდური 10 ინჩიანი ჰიდრავლიკური სამუხრუჭე გამაძლიერებელი უზრუნველყოფს ამ კლასის ავტომობილებში საუკეთესო დამუხრუჭების წარმადობას.

 

 

"ჭკვიანი" ტექნოლოგიები თქვენი კომფორტისთვის

"ჭკვიანი" ტექნოლოგიებით აღჭურვილი H350 უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და ეფექტურობას, მოხერხებულ და მარტივ მართვას გადატვირთულ გზებზე წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სიმძლავრით ნებისმიერ პირობებში.

 

უკანა ხედის სისტემა

მკვეთრი ხილვადობის 135 გრადუსიანი უკანა ხედის კამერის, ეკრანისა და უკანა ხედის სარკეების მეშვეობით კომფორტულად მართავთ ავტომობილს და მაქსიმალურად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს პარკირების დროს.

 

საჭის დისტანციური კონტროლი

პრაქტიკულად და კომფორტულად განთავსებული გადამრთველებითა და ღილაკებით სრულად აკონტროლებთ ავტო კრუიზ კონტროლის ფუნქციებს.

 

ელექტრონული ქრომირებული სარკე უკანა ხედის კამერით

ღამით ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში უსაფრთხო მოძრაობისთვის ელექტრონული ქრომირებული ტიპის სარკე ავტომატურად ეშვება სხვა ავტომობილის განათების სხივის მის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში.

 

ყინულისგან შუშის გამწმენდი

საქარე მინის ქვედა ნაწილში ჩაშენებული გამათბობლის მეშვეობით იმგზავრეთ კომფორტულად და უსაფრთხოდ ზამთრის პერიოდში.

 

"ჭკვიანი" გასაღები
უაღრესად უსაფრთხო და დაცული დისტანციური საკეტი. დისტანციური გასაღების მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის გაღება/ჩაკეტვა და საგანგაშო სიგნალის გამორთვა.

 

სათავსო 12 ვოლტიანი დენის წყაროთი
თუ H350 არის თქვენი სამუშაო გარემო, 12 ვოლტიანი დენის წყაროთი აღჭურვილი სათავსო გახდის მას უფრო კომფორტულსა და მოხერხებულს.

 

უკანა კარები 270 გრადუსით გაღების საშუალებით
270 გრადუსით გაღების საშუალებით, კარკასში გვერდიდან სანდოდ ჩასმული უკანა კარები მაქსიმალურად კომფორტულია ბარგის მოთავსება თუ ამოღების დროს.

 

სათავსო წინა სავარძლის ქვეშ
წინა სავარძლის ზედაპირის მოხსნის შემთხვევაში, აღმოაჩენთ კომფორტულ და ფართო სათავსოს გადაუდებელ სიტუაციებში დახმარების თუ საწმენდი საშუალებების შესანახად.

 

გარე სარკეები გათბობის ფუნქციით
ხელმისწავდომია ცივ ამინდში, სარკეები კი მარტივად რეგულირდება დისტანციური მართვის საშუალებით.

 

AUX and USB კავშირი
დამატებითი დამხმარე შესაერთებლები განკუთვნილია სხვადასხვა სახეობის აუდიო მოწყობილობებისთვის.

გალერეა

ფოტო და ვიდეო გალერეა

1/10